- Advertisement -

ხულოს მერი: შესაძლებელია ხულოს ფაბრიკა თურქმა ინვესტორმა გახსნას

ხულოში უახლოეს პერიოდში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება, სადაც თავდაპირველად 40 ადამიანი დასაქმდება ხოლო პერიოდულად აღნიშნული რიცხვი 200-მდე გაიზრდება, საკითხი "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა დუდასტურა, მისივე განცხადებით ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.

"აიპრესი" დაინტერესდა თუ ვინ აპირებს ფაბრიკის გახსნას, თუმცა მერის, გოჩა მელაძის განცხადებით კომპანიის მფლობელზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს, იგი ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. მელაძე არ გამორიცხავს, რომ ინვესტორი შესაძლოა თურქი იყოს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე უკვე შემაჯამებელი  შეხვდრა შედგა, შეთანხმება მიღწეულია, უკვე უახლოეს დღეებში უნდა ამოვიდენ სპეციალისტები შეამოწმონ ადგილზე საკერავი დანადგარი რამდენი განთავსდება, პრაქტიკულად ტექნიკურ საკითხებს გადიან. პირველ ეტაპზე დაახლოებით 40 ადმიანი დასაქმდება და ეს რიცხვი როგორც ჩემთვისაა ცნობილია პერიოდულად 200 მდე გაიზრდება.

ვფიქრობთ, რომ ეს ახალი შესაძლებლობაა მოსახლეობისთვის. მე ვერც ვუარყოფ და ვერც  დავადასტურებ იმ ფაქრს, რომ შესაძლებელია ფაბრიკა თურქმა ინვესტორმა გახსნას, სიმართლე გითხრათ შესაძლებელია, რომ იყოს მაგრამ თვითონ უშაუალოდ კომპანიის მფლობელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს და როგორც კი მექნება აუცილებლად მოგაწვდით, პრაქტიკულად როგორც კი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებენ მანქანა დანადგარები რაც აუცილებელია ფაბრიკის ფუნქციონირებისათვის ამ ყველაფრის შემდეგ გაიხსნება ფაბრიკა",-განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...