- Advertisement -

ხულოს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სასოფლო ბიბლიოთეკა შეემატა

ხულოს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სასოფლო ბიბლიოთეკა შეემატა. ამჯერად ბიბლიოთეკა სოფელ უჩხოში გაიხსნა. ხულოში სულ 9 სასოფლო ბიბლიოთეკაა ხოლო ერთის გახსნა ნოემბრის თვეში სოფელ ვაშლოვანში იგეგმება.

გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ბათუმის აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ბიბლიოთეკას წიგნები და კომპიუტერი გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.

Comments
Loading...