- Advertisement -

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში.

„აჭრის ავტონომიური რესპუბლიკის კომისიაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ხულოს მუნიციპალიტეტიდან იწყებს.

12 წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. გარდა ამისა, კომისიაში ჩრთულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

Comments
Loading...