- Advertisement -

ხულოს მუნიციპალიტეტში მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები წარმოადგენს პროექტ "ბაბანური-ხულოს წყალსადენის" გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების გაყვანა და სათავე ნაგებობების მშენებლობა. ]

მაგისტრალის საერთო სიგრძე 15 კილომეტრია. პროექტის განხორციელებისათვის მერიის ბიუჯეტიდან 872811 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა მგოჩა მელაძემ მის პირველ მოადგილესთან ლაშა ბოლქვაძესთნ ერთად დაათვალიერა.

Comments
Loading...