- Advertisement -

ხულოს ოპოზიციის LIVE ჩართვას მერმაც LIVE -ით უპასუხა

ხულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ფეისბუქ ლაივი ჩართო და მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა, ირაკლი ჯორბენაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაბაში ყოფილ საყოფაცხოვრებოს ბინებთან, არსებულ ტერიტორიაზე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას დაუთმო, ჯორბენაძე ხელისუფლებას ფერდსამაგრი სამუშაოების შესრულებას სთხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ამის გარდა დაბის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც შეეხო. იგი ადგილობრივ ხელისუფლებას დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ფეისბუქ ლაივს, ლაივითვე უპასუხა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, რამდენიმე საათის შემდეგ თავად ჩართო ფეისბუქ ლაივი იმ ადგილიდან, სადაც ჯორბენაძე საუბრობდა. მერის განცხადებით აღნიშნულ ადგილას ჯერკიდევ გასული წლის დეკემბერში მის მიერ საგზაო დეპარტამენტში გაგზავნილი იქნა წერილ, აღნიშნული კედლის რეაბილიტაციასთან დაკავშოირებით, იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული კედლის მოვლა, რეაბილიტაცია საგზაო დეპარტამენტის კონპეტენციაა. გოჩა მელაძის ინფორმაციით აღნიშნული კედლის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია უგულვებელყოფს ამდა მსგავს პროექტებს და ხარვეზებს არ შეესაბამება სიმართლეს.

Comments
Loading...