ხულოს ორ სოფელში მეწყერი განვითარდა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 14 მარტი, 2019 92 ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში თოვლის დნობის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ტუნაძეებში ქურდულის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია და სოფელ ჯვარიქეთში ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, სოფელ ტუნაძეებში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს, ხოლო ჯვარიქეთის მონაქვეთზე ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე გაწმენდილია. ხულო. მეწყერი