ხულოს პოლიციის უფროსი მერის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 17 ოქტომბერი, 2018 87 “აიპრესის” წყაროს ინფორმაციით, გოჩა მელაძის თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, აღნიშნული პოსტზე შესაძლოა ხულოს სამმართველოს პოლიციის უფროსის ვახო ბერიძის კანდიდატურა განიხილოს. ფაქტს არ ადასტურებს თავად ვახო ბერიძე, როგორც თავად “აიპრესთან” აღნიშნავს იგი ძველებურად აგრძელებს მუშაობას თავის პოზიციაზე და მასთან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა, მისივე თქმით თუ იქნება მსგავსი შემოთავაზება არ იცის როგორ მოიქცევა, რადგან საკითხზე აქმდე არ უფიქრია. შეგახსენებთ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის ლაშა ბოლქვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ. “აიპრესი” დილიდან ცდილობდა როგორც ლაშა ბოლქვაძეს ასევე გოჩა მელაძეს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. ისინი ჩვენს არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობენ, ორივე დილიდან ქალაქ ბათუმში იმყოფებიან, ხულოს მერიის იურისტის განცხადებით კი გოჩა მელაძე 31 ოქტომბრამდე კუთვნილ შვებულებაში იმყოფება. მერიხულო