- Advertisement -

ხულოს საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს დარბაზი დატოვეს, თუმცა დარბაზიდან გასვლამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ოთარ შაინიძეს შორის. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ოთარ შაინიძეს ილია ჭავჭავაძის ლექსი „ბედნიერი ერი“, შექსპირის სონეტი და ის ფოტო გადასცა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაბა ხულოში გაკეთდა და დღეს უფუნქციოდაა. 

„როგორც სატელევიზიო გამოსვლებში ასევე საკრებულოს სხდომებზე ჰქონდათ ცრუ ბრალდებები თვითონ საკრებულოსა და აღმასრულებელ რგოლზე, ამიტომ მე მოვუწოდე, რომ როგორც საკრებულოს დეპუტატი ცრუ ბრალდებების უფლება არ ქონდათ. უბრალოდ მან "ტვ 25"-ის სატელევიზიო გამოსვლაში თქვა „ცუდი ხულოო“ და მე მოვუწოდე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომ დებუტატი ასე არ უნდა საუბრობდეს ტელევიზიით და ცუდი არავის არ უნდა უწოდოს . 

ამ ყველაფრის გადაცემის მიზანი ის იყო, რომ ოთარ შაინიძე ყოველთვის სატელევიზიო გამოსვლებში და საკრებულოს სხდომებზე ცრუ ბრალდებების აკეთებს, ამიტომ ეს ყველაფერი პასუხი იყო“, -განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე თამაზ აბაშიძემ. 

„გადმომცა ილია ჭავჭავაძის ლექსი, მაგრამ წიგნსაც თუ გადმომცემს უკეთესი იქნება რადგან იმასაც წავიკითხავ, კითხვა მიყვარს და წიგნის კითხვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ფოტოებიც გადმომცა, თუმცა ჯერ არდამინახია რა ფოტოებია, ჩემი აზრით თამაზ აბაშიძის ეს საქციელი უკავშირდება ტვ 25-ზე მერთან ჩემს დებატებს“ განაცხადა აიპრესთან ოთარ შაინიძემ.

Comments
Loading...