- Advertisement -

ხულოს საკრებულო: ტექნიკური შეცდომა იყო, მეტროს მოსაკრებლები არ აგვიღია, რადგან მეტრო არ გვაქვს

ხულოს საკრებულომ 2017 წლის 26 იანვარს მიიღო დადგენილება, სადაც ასახულია, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აეროპორტებში და მეტროპოლიტენის ავტოსადგურებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და ტარიფებია განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაცია Reginfo-მ გაავრცელა. 

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტეს საკრებულოს თავმჯდომარე "აიპრესთან" აცხადებს დოკუმენტის გამოქვეყნებაში შეცდომაა და შეცდომა სინამდვილეში საკრებულოს სხდომაზე მსგავსი საკითხი არ განხილულა. ჯუმბერ დიმიტრაძის განცხადებით, მათ არანაირი თანხა არ აუღიათ იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსგავსი ობოექტები არ არსებობს.

"ეს დოკუმენტი არის 2017 წლის 26 იანვარს მიღებული დადგენილების სახით. დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იქნა გატანილი არის გასწორებული სახით წარმოდგენილი, მაგრამ შემდგომში ტექნიკურმა პერსონალმა ბეჭდვის მომენტში ვერ გაითვალისწინა გასწორებული ფორმატი და დაუშვა შეცდომა, მანამდე არსებული ფორმატით ატვირთა დოკუმენტი, რამაც გამოიწვია საბოლოო დადგენილებაში ამ სახით წარმოდგენა.

თუმცა აქ არის ხარვეზი მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს აპარატის იმ პერსონალის მიერ დაშვებული, რომელიც უშუალოდ ბეჭდვით ფუნქციას ასრულებდა. რაც შეეხება სხდომაზე გატანილ საკითხს, ჩვენ მისი სრული ვერსია გვაქვს, რომელიც დამუშავებული სახით არქივში ინახება, მაგრამ ატვირთული არის ხარვეზიანი დოკუმენტი.

რეალურად თანხა არ აკრებილა. ვერც აიკრიბებოდა, იმიტომ რომ დაწესებულება ის ობიექტი, რომელიც მითეთებული არის დადგენილებაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს და შესაბამისად, რომ არ არსებობს ის ობიექტი ვერ შემოიტანდა ვერანაირ მოსაკრებელს და ვერც მოვთხოვდით ჩვენ მას", – განაცხადა "აიპრესთან" ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ.

Comments
Loading...