- Advertisement -

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოღვაწე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 2017 წელს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სწორედ ის მოჭიდავეები და მწვრთნელები დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირებში. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 6 სპორტსმენსა და 2 მწვრთნელს გადაეცათ. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით დაჯილდოვდნენ:

წარმატებული მწვრთნელები:
1. ავთანდილ აბულაძე,
2. ლევან შავაძე;

წარმატებული სპორტსმენები:
1. შმაგი ბოლქვაძე,
2. ლერი აბულაძე,
3. ოთარ აბულაძე,
4. გელა ბოლქვაძე,
5. ლაშა გობაძე,
6. თემურ ხოზრევანიძე.

Comments
Loading...