ხულოს 84 საარჩევნო ოლქში 10 საათის მონაცემებით არჩევანი 1 883 ამომრჩეველმა დააფიქსირა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 316 ხულოს 84 საარჩევნო ოლქში ათი საათის მონაცემებით 1 883 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. რაც პროცენტულად ამომრჩეველთა რაოდენობის 7,85 %- ია. როგორც ოლქის თავმჯდომარე "აიპრესთან" აცხადებს არჩევნები ხულოს მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. გადასატანი ყუთები უბნებიდან ამომრჩევლებთან უკვე გაიტანეს. ხულოში 23 ათას 983 ამომრჩეველი და 54 უბანია აქედან 773 გადასატანი ყუთის სიაშია.