- Advertisement -

ხულოში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების ანაზღაურება ივლისიდან გაიზრდება

ხულოს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულების ანაზღაურება ივლისიდან გაეზრდებათ. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს ხელფასების ზრდა პირველი ივლისიდან 30 % გაიზრდება, მისივე თქმით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივი პრინციპი არის დაცული, ხულოს მერი არც, იმას გამორიცხავს, რომ თნამშრომლებს შრომითი ანაზღაურება შესაძლოა სამომავლოდაც გაეზარდოთ, მელაძის განცახებით საკითხთან დაკავშირებით საფინანსო სამსახური იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ცნობილი გახდება საზოგადოებისთვისაც. შეგახსენებთ ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 10 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს. 

„შრომის ანაზღაურებასთან დაკავშრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო კითხვები ძალიან დიდი შრომის შედეგად გუნდის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტი მერიამ გამონახა სახსრები, შესაბამისად პირველი ივლისიდან დაახლოებით 30%-ით ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს მოემატებათ შრომითი ხელშეკრულების ანაზღაურება, ეს არის პირველ ეტაპზე რაც გავაკეთეთ, რაც მთავარია სამართლიანობის პრინციპი არის დაცული არის ნაწილი ა(ა)იპ-ებისა რომელსაც შრომის ანაზღაურებაში იყო სხვაობა, ამიტომ იმსჯელებენ ფინანსისტები და ამის შემდგომ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც მთვარია პირველი ეტაპისთვის 30 % შრომის ანაზღაურებასთან გვექნება საქმე. „ განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...