- Advertisement -

ხულოში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსწარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ხულოში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მირზა ცეცხლაძე მერიის თანამშრომლებსა და მერს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით:

კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას;

კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება;

ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში „ზონალური საბჭოს“ ჩართულობის უზრუნველყოფა.

ასევე შესაბამის სამსახურებს გადაეცათ სააგენტოში დაცული და დამუშავებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.

Comments
Loading...