- Advertisement -

ხულოში “ეტალონი”-ს გამარჯვებული ირემაძეების სკოლის მერვე კლასისი მოსწავლე მარად მელაძე გახდა

"ეტალონში" რომლის ორგანიზატორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი იყო ხულოს 49 საჯარო სკოლის 80 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. პირველი ადგილი მარად მელაძემ 60 ქულით მოიპოვა და იგი საქართველოს ინტელექტ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე და მესამე ადგილი მონაწილეებმა 58 ქულით მოიპოვეს. 

გამარჯვებული „აიპრესთან“ ემოციებსა და მოლოდინებზე საუბრობს, მისივე თქმით გამარჯვებას ნამდვილად არ ელოდებოდა თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ყველაფერმა, მას უფრო დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული მისცა.

„ნამდვილად არ ველოდებოდი გამარჯვებას, "ეტალონში" პირველად მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია და იმედი მაქვს შემდეგში უფრო დიდი წარმატებას მივაღწევ, ბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას რასაც ეხლა განვიცდი“, – განაცხადა "აიპრესთნ" მარად მელაძემ. 

ის რომ ხულოს მოსწავლეები განსაკუთრებულები არიან და ცოდნითაც გამოირჩევიან ამაზე თავად გოჩა ტყეშელაშვილიც საუბრობს, იგი ამბობს რომ რაც დღეს ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე მოხდა ეს უბრალოდ აუღწერელია, მისივე თქმით მსგავსი ემოციები თითქმის არასდროს განუცდია. 

„საქართველოს ინტელექტ ფინალში მიიღბს გამარჯვებული მონაწილეობას, 80 ადამიანი მონაწილობდა რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. ხულო არის გამორჩეული თავისი ინტელექტით, შემოქმედებითი ნომრებით, განწყობით და ასე შემდეგ", –  განაცხადა აიპრესთნ გოჩა ტყშელაშვილმა. 

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
„ეტალონი იმდენად უნიკალური პროექტია, იმდენათ ქართული საქმეა და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთულია რაიმე უკეთესი ღონისძიების დაგემვა მაგრამ დღევანდელმა დღესმ აჩვენა, რომ რაოდენ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან ხულოს მუნიციპალიტეტში, რაოდნ დიდია ცოდნის და განათლების კუთხით დაინტერესება და ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართული , განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს", – განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩ მელაძემ.

Comments
Loading...