- Advertisement -

ხულოში ექვსი თვის განმავლობაში 6 საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ექვსი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ექვსივე ოჯახი ამ დრომდე მერიას ქირით ყავს გაყვანილი.

ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა სოფელ პანტნარში, სამი საცხოვრებელი სახლი ღორჯომში, ერთი წაბლიანში და ერთიც ბეღლეთში. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაიწვა.

როგორც ხულოს მერიის სოციალირი სამსახურის უფროსი "აიპრესთან" აცხადებს აღნიშნული ოჯახებიდან სამი ოჯახს 10 000-10 000 ლარი გადაეცათ, რამაზ შავაძის ინფორმაციით დარჩენილ სამ ოჯახთან დაკავშირებით კი ამ ეტაპისათვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

Comments
Loading...