ხულოში თოვლის საფარი დაბაში ნახევარ მეტრს ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 1 თებერვალი, 2018 538 ხულოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. თოვლის საფარი დაბაში ნახევარ მეტრს ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს. პრობლემები შეიქმნა, როგორც გადაადგილების ასევე ელექტრო ენერგიის კუთხითაც, როგორც ხულოს რესურსცენტრის უფროსი "აიპრესთან" აცხადებს 49 სკოლიდან სასწავლო პროცესი 31 სკოლაში არ განახლდა. რაც შეეხება ბაღებს სააღმზრდელო პროცესი უგზოობისა და უშუქობის გამო ყველა საბავშვო ბაღში შეჩერებულია. ხოლო ელექტროენერგია ხულოში 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება, "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. პრობლემებია გადაადგილების კუთხითაც, აჭარის საგზაო დეპარტამენტის განცხადებით მობილიზებულია 14 ერთეული ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.