- Advertisement -

ხულოში მთა ზორტიყელში შუამთობის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„შუამთობა 2018“-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მთა ზორტიყელში ჩატარდა.

ღორჯომის მოსახლეობა უამრავ სტუმართან ერთად შეიკრიბა და ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართა.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრებები ფრენბურთში, მკლავჭიდსა და დოღში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მოსახლეობას დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლლების წარმომადგენლეთან ერთად აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძემ მიულოცეს.
ზეიმს აგრეთვე სხვა ოფიციალური პირები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...