ხულოში მუდმივად მაცხოვრებელი პირის სტატიუსი 1 367 მოქალაქეს შეუწყდა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 მარტი, 2018 222 დღეის მდგომარრეობით ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით 21 080 მოქალაქე სარგებლობს. ამის შესახებ „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მათივე ინფორმაციით მუდმივად მაცხოვრებელი პირის სტატიუსი 1 367 მოქალაქეს შეუჩერდა ან შეუწყდა. გთავაზობთ 2016 წლიდან 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით ინფორმაციას, ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, აღდგენის და შეწყვატის ინფორმაციას: პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 20444 მოქალაქეს მიენიჭა. მუნიციპაური მართვის სისტემაში, სულ შესულია 5 449 განაცხადი, მათ შორის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2219 მოქალაქემ მიმართა, (აქედან 1998 დასრულდა დადებითად, 62 დასრულდა უარყოფიდად, ხოლო დანარჩენზე შეწყდა საქმისწარმოება.) 1707 ცნობაზე , შეწყვეტაზე 14, აღდგენაზე 5. რეგისტრაციის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი: შეუწყდა 661 მოქალაქეს, სტატუსის შეჩერებაზე შევიდა 617 განაცხადი, ხოლო სტუსტუსი 514 მოქალაქეს შეუჩერდა. მონიტორინგის საფუძველზე სტატუსი 172 მოქალაქეს შეუწყდა. იქედან გამომდინარე, რომ ხულოს სხვა მუნიციპალიტეტმა 6 მოქალაქის დოკუმენტაცია გამოითხოვა ისინი ხულოს რეესტრში აღარ ირიცხებიან.