- Advertisement -

ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთის ტურიზმის განვითარების საქმეში.

ხულოს პროფესიული სასწავლებლი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

Comments
Loading...