- Advertisement -

ხულოში, სოფელ ვაშლვანში 85-მდე ოჯახს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება

ხულოში რამდენიმე სოფელსა და დაბაში სასმელი წყლის პრობლემა რომ არის ამაზე პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება, საკითხი აქტიურად განიხილებოდა საკრებულოს სხდომებზეც, პრობლემა ყველასათვის კარგადაა ცნობილი, თუმცა მისი მოგვარებისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ჯერჯეროით არ ჩანს. 

„აიპრესმა“ არაერთხელ მოამზადა მასალა დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლეში სასმელი წყლის პრობლემებთან დაკავშირებით, ამჯერად კი ქვემო ვაშლოვანის, მოსახლეობაზე მოგიყვებით სადაც 85-მდე ოჯახს სასმელი წყალი 8 თვეზე მეტია საერთოდ არ მიეწოდება, ადგილობრივები წყალს რამდენმე კილომეტრიდან ხელით ეზიდებიან, მოახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არის თუმცა უშედეგო. 

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს უკვე დასრულდა საჯოგიადან ნეგიოანამდე სასმელი წყალსადენის მოწყობა, რომლის მეორე ეტაპიც არის აღნიშნული ადგილიდან ბაბანურის წყალსადენის მაგრისტრალის მოწყობა , მერიის ეკონომიური პოლიტიკის და ინფრასტრუქურის სასახურის უფროსის ზაზა აბულაძის განცხადებით არნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მერია დაიწყებს ვაშლოვანისა და სოფელ ქედლების იმ მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველყოფას რომლებსაც აღნიშნული პრობლემა აწყუხებთ. 

„ეს პრობემა მერიისთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მერია აწარმოებს დაბა ხულოს წყალსადენის და მიმდებარე სოფლების წყალსადენებში წყლის დებეტის გაზრდის მიზნით გარკვეულ პროექტებს. დასრულდა საჯოგიადან ნეგოიანადე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა , მეორე ეტაპი წარმოადენს აღნიშნული ადგილიდან ბაბანურის წყალსადენის მაგრისტრალის მოწყობა , რომლის დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვნად მოიმატებს წყლის დებეტი ბაბანურის სათავე ნაგებობაში და ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება დავგეგმოთ სოფელ ვაშლოვანისა და სოფელ ქედლების იმ მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მოგვარება, რომლებიც სასმელი წყლის სიმცირეს განიცდიან", –  განაცხადა „აიპრესთან“ ზაზა აბულაძემ ხულოს მერიის ეკონომიური პოლიტიკის და ინფრასტრუქურის სასახურის უფროსმა.

Comments
Loading...