- Advertisement -

ხულოში სოფელ ვაშლოვანის მოსახლება საპროტესტო აქციას კვლავ მართავს

ხულოში სოფელ ვაშლოვანის სოციალურს სახლში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დღესაც განაახლეს, მოსახლეობის მოთხოვნით ადგილზე სამართალდამცავთა ბრიგადაცაა მობილიზებული.

სოციალურ სახლში სახელმწიფოს მიერ შესახლებული ეკომიგრანტები უკვე რამდენიმე თვეა ბეტონის ქარხნის მშენებლობას დროგამოშვებით აპროტესტებენ.

მათ პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულოს მონაკვეთიც გადაკეტეს, როგორც მოსახლეობა „აიპრეთან“ აცხადებს მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგლობრივ ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა მშენებლობა შეჩერებულიყო.

მოსალეობა მშენებლობის შეჩერებას და სხვა ადგილზე გადატანას იმ მიზეზით მოითხოვს, რომ დასახლებული პუნქტიდან 250 მეტრში ბეტონის ქარხნის მშენებლობა მათი სიცოცხლისათვის საშიშია.

აქციის მონაწილეებს დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე შეხვდა, როგორც თავად „აოპრესთან“ აცხადება, საკითხი მისთვის კარგადაა ცნობილი, მისივე თქმით მაქსიმალურად შეეცდება, რომ ორივე მხარის პოზიცია იყოს დაცული და რაც მთავარია სამართლანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

„სიტუაცია სტაბილურის, აღნიშნლი საკითხი ჩემთვის უცხო არ არის, ვცდილობ, რომ მოლაპარაკების გზით იგივე მეწარმესთანაც მოსახლეობასთანაც. ოროვეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ ადგილზეა, ადგილზე პრევენციის მიზნით პოლიციაცაა მობილიზებული, როგორც ჩემთვის არის ცნობილი მოსახლებამ დაურეკა და მათი ნება სურვილითაა. მ ეტაპზე როგორც ჩემთვის ცნობილია მეწარმის მიერ რამდენიმე ალტერნატიულ ადგილზე იმისათვის, რომ ეს ხარვეზები თავიდან აეცილებინა იყო ალტერნატიული ადგილზეც საუბარი და მცდელობა თუმცა სამწუხაროდ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს და შესაბამისად ეს ინვესტიცია დაახლოებით 200-300 ათას ლარის ფარგლებშია განხორციელებული , გაჩერებულია, ერთის მხრივ არის მეწარმის ინტერესი ერთის მხრივ საზოგადოების მაქსიმალურად ორივეს ინტერესების დაცვით ვეცდებით, რომ ორივე მპოზიცია იყოს დაცული. „განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ. 

შეგახსენებთ ვაშლოვანის სოციალრბინებში 72 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.

Comments
Loading...