ხულოში, სოფელ ვაშლოვანში პირუტყვის სადგომსა და სათივე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 აგვისტო, 2018 99 ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში თეიმურაზ მელაძის პირუტყვის სადგომსა და სათივე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ხულოს – სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. აღნიშნული ნაგებობები მთლიანად დაიწვა თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროული ჩართვით გადარჩა თეიმურაზ მელაძისა და ახლო მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლები. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.