- Advertisement -

ხულოში, სოფელ ღორჯომში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხულოში სოფელ ღორჯომში ზვიად ხინიკაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ორსართულიანი ხის შენობა ნაგებობაზე ცეცხლი მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით ჩააქრეს, თუმცა ბრიგადები შემთხევის ადგილას მაინც მივიდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა როგორც საცხოვრებელი სახლის კედლები, ასევე ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთებიც, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესთან" საუბრისას აცხადებენ ავეჯის დაზიანებასთან დაკავშირებით მერია ოჯახს დახმარებას ვერ გაუწევს, რაც შეეხება დამწვარ კედლებს, შესაბამისი კომისია შეისწავლის.

ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თორნიკე მიქელაძის განცხადებით ამ ეტაპზე ოჯახს შესაბამისი კომისია შეისწავლის, მოხდება ხარჯთაღრიცხვა თუ კონკრეტულად რა სახის ზიანი მიადგა ხინიკაძეების ოჯახს და ამის შემდგომ მოხდება დახმარების გაწევა. თორნიკე მოქელაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რადგან სახლს დაუზიანდა კედლები შესაძლოა სამშენებლო მასალით მოხდეს მათი დახმარება.

Comments
Loading...