- Advertisement -

ხულოში, სოფელ წაბლანში 125 ოჯახს სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება

ხულოში სოფელ წაბლანის მოსახლეობას სასმელი წყლის დეფიციტით მიეწოდება. ამის შესახებ „აიპრესს“ სოფლის მოსახლეობამ განუცხადა, მათივე თქმით აღნიშნული პრობლემა სოლფელში 125 ოჯახს ერთ წელზე მეტია აქვთ. ადგილობრივების განცხადებით პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ მიმართეს. მათივე განცხადებით თუ საკითხი დროულად არ მოგვარდება იძულებული გახდებიან სოფელი მიატოვონ და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. 

ხულოს მერიაში "აიპრესს“ განუმარტეს, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია, პროექტიც მზად აქვთ და ამ ეტაპზე მერია თანხის მოძიების წყაროებზე მუშაობს. 

„წყლის პრობლემა სოფელში ერთ წელზე მეტია გვაწუხებს, პრობლემა სოფელში 125 ოჯახს გვაქვს. არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას , თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ, ჩვენ ვითხოვთ წყალი მოგვიყვანონ, თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდება, იძულებული გავხვდებით დავტოვოთ სოფელი და სხვაგან წავიდეთ. 

წყლის გარეშე სოფელში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია, ვერც მოსავალი მოვრწყეთ ვერცვერაფერი. ამიტომ ვითხოვთ, მოვითხოვთ, პრობლემა დროულად მოგვიგვარონ“ განაცხადა აიპრესთან სოფელ წაბლანის მკვიდრმა ისაკ შაინიძემ.

"მერიამ უკვე მიიღო პროექტი სოფელ წაბლანის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობასთან დაკავშირებით, საპროექტო ღირებულება კი 300 ათას 33 ლარს შეადგენს, მერია ამ მომენტისათვის თანხის მოძიებაზე მუშაობს“ განაცხადა აიპრესთან, ხულოს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა აბულაძემ.

Comments
Loading...