- Advertisement -

ხულოში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში დღეს ხულოს მუნიციპალიტეტს მომღერალი ოთო ნემსაძე სტუმრობდა.

თარიღთან დაკავშირებით მომღერალმა იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში კონცერტი გამართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უამრავი მაყურებელი ესწრებოდა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ქალთა დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...