- Advertisement -

ხულოში 10 და მეტ შვილიანი 36 დედა ცხოვრობს

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 და მეტ შვილიანი 36 დედა ცხოვრობს. ამის შესახებ "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. დედის დღესთან დაკავშირებით მერიამ სულ 50 გმირი დედა დაასაჩუქრა. მათ შორის იყვნენ დედები, რომლებსაც ათი და მეტი შვილი ჰყავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა დედები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული და დამსახურებული დედები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გმირი დედები საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ყვავილებით დაასაჩუქრა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში და ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულთა დედებს მერიისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

"აიპრესმა" გადაწყვიტა გაერკვია თუ რამდენი 10 და მეტ შვილიანი დედა ცხოვრობს შუახევსა და ქედის მუნიციპალიტეტში, თუმცა, როგორც მერიაში განგვიცხადეს მსგავსი მონაცემები არ აქვთ.

Comments
Loading...