- Advertisement -

ხულოში 10 -მდე სამთო იალაღებს ელექტრო ენერგია საერთოდ არ მიეწოდებათ

ხულოში 10-მდე დიდი და მცირე სამთო იალაღებს დენი საერთოდ არ მიეწოდებათ, ამის შესახებ „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

გოჩა მელაძის ინორმაციით მომდევნო წლების განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, რომ შეიძინონ პროექტები და ეტაპობრივად განახორციელონ ელექტროფიცირების პროცესი, ხულოს მერი ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად ფინანსურ საკითხს ასახელებს.

"იცით რომ არის დიდი და მცირე სამთო იალაღები სადაც ყოველწლიურად მოსახლეობა მიემგზავრება და პრაქტიკულად მთელი ზაფხულის განმავლობაში ზამთრის დოვლათს და ნობათს აგროვებ, დაახლოებით 10-მდე დიდი და მცირე იალაღებია სადაც ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ უპირველესად დავგეგმოთ შევიძინეოთ პროექტები და ეტაპობრივად განვახორციელოთ ელექროფიცირების პროცესი, რაც დარწმუნებული ვარ შეუქცევადი პროცესია მაგრამ კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ უმთავრესი გამოწვევა რაც გვაქვს ეს არის ფინანსური რესურსი და მისი უკვე გამოჩენის და არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გახორციელდება, დიდი მნიშვნელობა და პრიორიტეტი ელექტროფიცირებას და ინფრასტრუქტურას ენიჭება.“ განაცხად "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...