- Advertisement -

ხულოში 2 საჯარო სკოლაში არცერთი, ხოლო 3 სკოლაში კი თითო პირველკლასელი ეყოლებათ

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდირიყეთის, ბაკოსა და ჩაოს საჯარო სკოლაში პირველი ზარი თითო პირველკლასელისათვის დაირეკება, აღნიშნული სკოლებისაგან განსხვავებით პირველკლასელებისთვის ზარი ორ საჯარო სკოლაში საერთოდ არ დაირეკება, გამომდინარე იქედან, რომ მათ პირველკლასელები საერთოდ არ ეყოლებათ.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს სადაც 260 პირველკლასელია რეგისტრირებული, აღნიშნული ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ მიაწოდა, მისივე განცხადებით ახალ სასწავლო წელს სკოლების სრულ მზადყოფნაში შეხვდება. სკოლებში ამ ეტაპზე შეშის შეტანის პროცესი მიმდინარეობს, მიქელაძის განცხადებით აჭარის განათლების სამუნისტროს მხარდაჭერით ხულოში 3 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო 2 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მისივე თქმით მცირე სარემონტო სამუშაები მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლაში მიმდინარეობს. 

„ხულოშ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა, წელს დარეგისტრირებულია 260 პირველკლასელი, მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა ხოლო ორ სკოლაში დაბა ხულოსას და დიოკნისის საჯარო სკოლაში მდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაები. მცირე სარემონტო სამუშაები ხულოში ყველა სკოლაში მიმდინარეობს ასევე სრულდება ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობაც. აქტიურად მიმდინარეობს შეშის შემოტანა და ვფიქრობ, რომ ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შევხვდებით. პირველკლასელი ორ საჯარო სკოლაში არ არის ხოლო სამ საჯარო სკოლაშ თითო პირველ ეყოლებათ ეს სკოლებია დიდირიყეთის, ჩაოს და ბაკოს საჯარო სკოლებში“,- განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.

Comments
Loading...