- Advertisement -

ხულოში 20 საბავშვო ბაღიდან 13 ბაღში არცერთი აღსაზრდელი აღარ დადის

ხულოში სულ 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს სადაც 700-მდე აღსაზრდელია, აქედან 13 საბავშვო ბაღშვი აღსაზრდელი საერთოდ არ დადის, გთავაზობთ იმ ბაღების ჩამონათვალს სადაც არცერთი ბავში არ ჰყავთ ამ ეტაპზე: დანისპარაული, რიყეთი, დიოკნისი, კორტოხი, დიდაჭარა, საციხური, უჩხო, ოქრუაშვილები, თხილვანა, ხიხაძირი, ვერნბი, კვატია და მეკეიძეების საბავშო ბაღები. 

აღნიშნულ საკითხს ხულოს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სამთო სეზონს უკავშირებს როგორც ჯემალ ართმელაძე „აიპრესთან“ აცხადებს ბაღებში მომუშავე პერსონალი ჩვეულებრივ სამუშაო საათებში დადის, თუმცა აღსაზრდელები აღარ ყავთ იქედან გამომდინარე რომ ამ დროს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მთაშია წასული და აღსაზრელებიც თან მიჰყავთ, მისივე განცხადებით ბავშვთა გამოხადების დაბალი მაჩვენებელია სხვა საბავშვო ბაღებშიც. 

ართმელაძის განცახდებით ამ ეტაპზე ხულოში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ახალი სააღმზრდელო წლიდან მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღის ნაცვლად შესაძლოა 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდეს.

Comments
Loading...