- Advertisement -

ხულოში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დაჯილდოვდნენ.

მაგიდის ჩოგბურთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ჭადრაკში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 18 სპორტსმენსა და 5 მწვრთნელს გადაეცათ.

Comments
Loading...