- Advertisement -

ხულოში 49 სკოლიდან ლაბორატორია მხოლოდ 5 სკოლაშია

ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო სკოლიდან სულ ხუთი სკოლაა ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვილი. სკოლებში ლაბორატორიების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე „აიპრესთან“ ხულოს რესურსცენტრის უფროსიც საუბრობს, ედუარდ მიქელაძის განცხადებით მართალია ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, თუმცა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებშიიგეგმება სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა და უახლოეს პერიოდში ხულოს ყველა სკოლა აღიჭურვება ლაბურატორიით.

„ხულოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე ამჟამად 5 სკოლაში გვაქვს ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის ლაბურატორია. ზოგადად სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიის გამოყენება რადგან ამ საგნების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გაიზრდება მოსწავლეების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომში მოხდება დაინტერესება რათა მოსწავლეებმა ამ მიმართულებით აირჩიონ ფაკულტეტი უნივერსიტეტში სასწავლებლად.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს პროგრამა რომლის მიზანია საჯარო სკოლების ლაბორატორიებით უზრუნველყოფა და სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხუთი საჯარო სკოლა უკვე აღიჭურვა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოოდ ყველა სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით „ განაცხადა აიპრესთან ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.

Comments
Loading...