- Advertisement -

ხულოში, 50 სკოლიდან 39-ში შეშის ღუმელით მოუწევთ გათბობა

ხულოში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს, როგორც ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე „აიპრესთან“ აცხადებს აღნიშნული სკოლებიდან 11 სკოლაა ცენტრალურ გათბობაზე სხვა სკოლებში კი მოსწავლეები შეშის ღუმელებით თბებიან.

ედუარდ მიქელაძის განცხადებით სკოლები ზამთრისათვის სრულ მზადყოფნაშია, ყველა იმ სკოლაში რომელიც ცენტრალური გათბობითაა მომარაგებულია საწვავით ხოლო სხვა სკოლებში შეშა უკვე შეიტანეს, მიქელაძის თქმით სწორედ ამიტომ უამინდობისას მოსწავლეებს გათბობის პრობლემა არ შეექმნებათ.

Comments
Loading...