- Advertisement -

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: არცერთი ბიზნესი არ ღირს დასაქმებულის სიცოცხლედ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ მინდელის სახტაში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ არცერთი დასაქმებულის სიცოცხლე არ ღირს არცერთი ბიზნესის ფასად. 

"სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, არცერთი დასაქმებულის სიცოცხლედ არ ღირს არცერთი ბიზნესი. რაც შეეხება დახურვას, მარტივი არ არის მიიღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც ეხება 1500 ადამიანს და მთლიანად რეგიონისათვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ რეკომენდაციით, შერჩეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მოახდენენ შახტის შესწავლას.

სწორედ იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე არის უპირველესი პრიორიტეტი. თქვენ მოისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება. ჩვენ ვმუშაობთ შახტის დახურვის პროცედურებთან დაკავშირებით და ასევე ხდება დოკუმენტაციის შესწავლა. როგორც კომპესაციებზე ასევე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეონს კონსულტაცები", განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

შეგახსენებთ, რომ უბედურ შემთხვევას მინდელის შახტაში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
 

Comments
Loading...