“ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს კლინიკის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა რეგიონებისაგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 იანვარი, 2021 4 კახეთის რეგიონში, “ჯეო ჰოსპიტალსის” ქალაქ საგარეჯოს კლინიკის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც დღეში 300-ამდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს 24 საათში მიაწვდის ადრესატს აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია მთელს რეგიონში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ირაკლი შიოშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა ახლადგახსნილი ლაბორატორია ადგილზე მოინახულეს და დეტალებს გაეცნენ. შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში. აღსანიშნავია, რომ მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.