- Advertisement -

ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში, ინგლისური ენის კონკურსის ფინალი გაიმართა

ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში, ინგლისური ენის კონკურსის ,,მე მაქვს ოცნება" ფინალი გაიმართა. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ინგლისური ენის პედაგოგების მხრიდან გლობალური საკითხების ინტეგრირებას საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეების მიერ უკეთესი მომავლის, ინკლუზიის და თანაბარი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი საკითხების გააზრებას.

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა: 

პირველი ადგილი – მარიამ კაჭახიძე 

მეორე ადგილი – ლიკა შენგელია

მესამე ადგილი – ნინო კოხრეიძე

მეოთხე ადგილი – ნია კოპალეიშვილი 

მეხუთე ადგილი – ნია ელიავა

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე 2018 წლის იანვრიდან ინგლისური ენის კლუბები გაიხსნა 6 საზოგადოებრივ ცენტრში, მათ შორის დიდ ჯიხაიშში. პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის მხარდაჭერით. 

ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი სულავა, კულტურის სამსახურის უფროსი
ნატალია მანჯგალაძე და ადგილიბრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Comments
Loading...