- Advertisement -

“ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით დაზარალებულების პროტესტი გრძელდება

უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. პირამოკერილი ადამიანები მედიატორის საშუალებით ამერიკის ელჩისგან დახმარებას ელიან.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის ნოდარ ჩაჩანიძის თქმით,კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ რამდენჯერმე სცადა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება, თუმცა მათ შორის კომპენსაციის გაცემის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია მხოლოდ ზარალში ნაწილში აპირებს ანაზღაურებას, მოქალაქეები კი მათი ქონების სრულ შეფასებას ითხოვენ.

შეგახსნებთ, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების შედეგად დაზარალებულებმა პირი ამოიკერეს.

Comments
Loading...