- Advertisement -

“ჯორჯიან მარგანეზი” მზადაა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა

რამდენიმე დღეა ჭიათურაში, სოფლების შუქრუთის და ითხვისის მაცხოვრებლები ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილ ავტომანქანებს მაღროებამდე არ უშვებენ.

მოსახლეობას პროტესტის ნიშნად, ამ დრომდე გადაკეტილი აქვს სოფლებთან მისასვლელი გზა. მათი მოთხოვნა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილი მაღაროებიდან, გამამდიდრებელი ფაბრიკისა და ბუნკერებისკენ მოძრავი მძიმეწონიანი ავტოტექნიკის მიერ განადგურებული გზის შეკეთებაა, აქციის მონაწილეების თქმითვე წინასაარჩევნოდ რაიონის გამგებელი მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდა თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება, წვიმიან ამინდში კი გზაზე როგორც მანქანით ასევე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

აქციის მონაწილეებთან დღეს მივიდა ჭიათურის მერი, პაატა ნადირაძის თქმით მიმდინარე წელს გზის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება.

ჯორჯიან მანგანეზში კი აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია მათ კომპრტენციაში არ შედის თუმცა ისინი მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდნენ.

"კომპანია შეხვდა მოსახლეობას და ესაუბრა ამ პრობლემაა პრობლემებზე. თავიდან როგორც მე მაქვს ინფორმაცია საუბარი იყო გზის გარკვეულ მონაკვეთზე, რაზეც მიღწეული იყო შეთანხმება.რაღაც ნაწილს გააკეთებდა ჯორჯიან მანგანეზი, იმ ნაწილს რომლის მორწყვა და გასუფთავება ახლაც ხდება. რაც შეეხება გზის დაგებას, თვითმმართელობასთან ერთად უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ. შექმნილია ყვეკა მაღაროზე გარკვეული ტიპის რეზერვები, რომელიც უკვე იწურება და ალბათ, დადგება ეს პრობლემა.მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მორეცხვა. თუ ეს საკმარისი არ არის, მზად ვართ დავამატოთ. დაგება არ არის ჩვენი პროფილი. ჩვენ შეგვაქვს თანხა ბიუჯეტში, ადგილობრივ მოსაკრებელს. თუ რამე თანხაზეა საუბარი, ეს გადასაწყვეტია დგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ვფიქრობ მოუგვარებელი და გადაუწყვეტელი პრობლემა ეს არ არის და არ უნდა გახდეა აჟიოტაჟის მიზეზი" – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.

Comments
Loading...