- Advertisement -

​ბათუმის ნავთობტერმინალში ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი ტერმინალში, ჩამოსაცლელად შესულ, დიზელით დატვირთულ ვაგონს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15-მდე ბრიგადა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელებისა და აფეთქების საფრთხე, თუმცა ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამარათალდამცველები დაადგენენ.

Comments
Loading...