- Advertisement -

№17-ე თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე რეგისტრირებული საჩივრები განიხილა

N17ე თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა. აღნიშნულ ოლქში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

-„საჩივრების ნაწილი საფუძვლის არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა, ნაწილი კი განუხილველი დარჩა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის გარკვეულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა. N19, N52 და ასევე ლაფანყურის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინალური პასუხისმგებლობა დაეკისრათ, კერძოდ სანქციის სახედ განესაზღვრათ შენიშვნა, რადგან მათ გარკვეულწილად არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი სამუშაო. ლაფანყურში მერის შემაჯამებელი ოქმი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს და არ შეატყობინეს სამართალდამცველებს. კომისიამ დააყენა საკითხი, რომ ამ შემთხვევაში სანქცია უფრო მძიმე ყოფილიყო, რასაც წევრების უმრავლესობა მხარი არ დაუჭირა.“-აღნიშნა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რვა საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 24 საჩივარი დაიწერა.

Comments
Loading...