- Advertisement -

10 ივლისიდან 11 ივლისის 18:00 საათამდე, ქალაქ კასპში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარეგება შეეზღუდება

10 ივლისის 18:00 საათიდან – 11 ივლისის 18:00 საათამდე, ქალაქ კასპში – 26 მაისის, 9 ძმის, ანტონოვსკაიას, წერეთელის, ყაზბეგის, წულუკიძის, ქუთათელაძის, ბახტრიონის, მაზნიაშვილის, სააკაძის, ტაბიძის, გორის, დ.აღმაშენებლის, დ.გურამიშვილის, ჭონქაძის, გაბაშვილის, თაყაიშვილის, ნინოშვილის, ერთაწმინდის, ეფრემ II, კოტეტიშვილის, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, კონსტიტუციის, კოსტავას, მირიან მეფის, ცხვედაძის, მცხეთის, სამთავისის, შარიფაშვილის და ფიროსმანის ქუჩებზე მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია #2 რეზერვუარზე რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...