- Advertisement -

10 ივლისს 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე, ხარაგაულში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

10 ივლისს 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე, ხარაგაულში – გლუნჩაძის, გრიშაშვილის, გურამიშვილის, ე.ჭიპაშვილის, თ.ჭიპაშვილის, დევდარიანის, წერეთლის, ნიორაძის, ი.ჭავჭავაძის და სოლომონ მეფის ქუჩებზე მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...