- Advertisement -

10:00 საათის მონაცემებით მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურზე 1354 ამომრჩეველი მივიდა

დღეს, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"აიპრესთან" №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 39 საარჩევნო უბანი 10:00 საათის მონაცემებით 1 354 მივიდა, რაც 4,15% შეადგენს. როგორც ბართაია ამბობს, ამ დრომდე არცერთ სარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

მისივე თქმით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ოფიციალური მონაცემებით 31 531 ამომრჩეველია.

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით მარტვილის მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის გამო 12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ხმათა რაოდენიბა ასე გადანაწილდა:

ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება)- 49,76%

მამუკა დანელია (ნაციონალური მოძრაობა)- 35, 81%

გიორგი რუხაია (ევროპული საქართველო)- 13,82%

ნოდარ მატკავა (ახალი საქართველო)- 0,61%

Comments
Loading...