- Advertisement -

ფოთში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ფოთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგაფოების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოგვიანებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, საკათედრო ტაძარში გადაიხდის.

“სოხუმის დაცემის დღე,1993 წლის 27 სექტემბერი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა. მინდა, კიდევ ერთხელ, ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დღე, როცა საქართველო ერთიანი და ძლიერი იქნება,“- განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

Comments
Loading...