11 გარდაცვლილიდან დღეს 9 ადამიანი დაკრძალეს ბათუმი დამატების თარიღი 28 ნოემბერი, 2017 347 ლეოგრადნთან ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ადამიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დასრულდა ბათუმის ღვთიშობლის შობის საკათედრო ტაძარში. ცხედრები ტაძრის ეზოდან სამოქალაქო პანაშვიდის ფონზე ახლობლებნა გაიყვანეს. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი ბათუმისა და ლაზეთის მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა. პანაშვიდს რეგიონის პირველ პირებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დევნილთა და განსახლების მინისტრი და "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარძის განცხადებით უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება აღნიშნულ საქმეში. ამ დრომდე უცნობია სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენის მიზეზი.