11-დან 15 დეკემბერის ჩათვლით 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება სიახლეები დამატების თარიღი 10 დეკემბერი, 2017 286 11 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, 2017 წლის 11 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.