- Advertisement -

12 მარტს, დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელობით ბაღების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 12 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ააიპ” სკოლამდელი აღზრდის სამსახურის” ხელმძღვანელის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან, თემაზე “სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით”.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი მოადგილესთან ერთად, ააიპ” სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი, ააიპ ” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო ონანაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელები.

ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ორგანიზაციასთან ერთად – “გადავარჩინოთ ბავშვები” ახორციელებს პროექტს “საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით” , რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს გაძლიერებას და ბაღების ჩართულობას ამ პროცესში. აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ტრენინგი ბაღებში შედარებითი ანალიზის – ბენჩმარკინგის პროცედურის შესახებ.

Comments
Loading...