- Advertisement -

12:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19.9 % მიიღო

12:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19.9 % მიიღო,რაც დაახლოებით 10 800მდე ამომრჩეველია. ინფორმაცია ,,აიპრესს,, თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მიაწოდეს.

“ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 19.9% დააფიქსირა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შემოსულა.ორი საჩივარია დაწერილი უბნებზე. ერთ-ერთ უბანზე დაიწერა საჩივარი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.ხოლო მეორე საჩივარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა იმის შესახებ,თუ რა მანძილიცთ უნდა იყოს მაგიდა კედლისგან მოშორებით არანაირი წესებია არ არსებობს.” – განუცხადა ,,აიპრესს,, კალმახელიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 54 საარჩევნო უბანია,სადაც 56 513 ამომრჩელი ფიქსირდება.

Comments
Loading...