- Advertisement -

14 აპრილს, გურჯაანში “ენმედიცის” ექიმები უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩაატარებენ

შაბათს, 14 აპრილს, 11 საათიდან, ქალაქ გურჯაანში, თამარ მეფის ქ. N 9 -ში (კურორტ ახტალაზე ), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, კლინიკა „ენმედიცის“ ექიმები უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩაატარებენ.

მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების – ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, თერაპევტის, გინეკელოგის, ოტორინოლარინგილოგის კონსულტაციები და ჩაიტაროს კლინიკო-დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები. 

Comments
Loading...