- Advertisement -

14 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტში მედია ტური “ეროვნული და რეგიონული მედია” გაიმართა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტში მედია ტური “ეროვნული და რეგიონული მედია” გაიმართა. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მერიის საკონფერენციო დარბაზში მერიისა და Wash-ის საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მედია ტურის მიზანია წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ მედიის როლის გაზრდა ადამიანის უფლებების მიმართულებით წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების გაშუქების პროცესში.

მედია ტურის ორგანიზატორები არიან: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)”

Comments
Loading...