- Advertisement -

15 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

სხდომას ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარესთან – ირმა ასლანიშვილთან და მოადგილესთან – შოთა კავლელაშვილთან ერთად ახალგაზრდული საბჭოს კოორდინატორი მარიამ ქოჩორაძე უძღვებოდა.

“საბჭო იმუშავებს ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლაზე, ახალგაზრდების ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. ახალგაზრდული საბჭო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას სხვადასხვა საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებას” – ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა – მარიამ ქოჩორაძემ.

Comments
Loading...